00:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 13:38:52, 1583 ნახვა

ეკონომიკა
სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ლიცენზიის საწყისი ფასი 10-ჯერ შემცირდა

სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირების მიზნით განხორციელებული რეფორმის შედეგად, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის საწყისი ფასი შეიცვალა.

კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შესწავლის საწყისი ფასი თითოეულ ჰექტარზე, მანამდე არსებული 500 ლარის ნაცვლად, 50 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ცვლილების შედეგად მოხდა შესწავლის საწყისი ფასის თავსებადობის უზრუნველყოფა ამ კუთხით საუკეთესო პრაქტიკის მქონედ მიჩნეულ ქვეყნებში არსებულ შესწავლის ფასთან. ცვლილება  წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას, რაც უკვე აისახა შესაბამის მარეგულირებელ წესებში. აღნიშნული ცვლილება მომდინარეობს მასშტაბური რეფორმიდან წიაღის სექტორში.

მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორთათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, განახორციელონ ინვესტირება უფრო ხელსაყრელი ფასის პირობებში და უფრო ეფექტიანად გავიდნენ იმ შედეგზე, რაც, ცვლილებამდე არსებული რეგულაციის პირობებში, მიღწეულ იქნებოდა გაცილებით დიდი ფინანსური დანახარჯებით.

შესწავლის ლიცენზიის მფლობელის მიერ რესურსის ოდენობის თაობაზე ინფორმაციის მოძიება ხორციელდება კონკრეტული სალიცენზიო ფართობების დეტალური შესწავლის გზით, რაც ხელს უწყობს საფონდო მასალის ბაზის განახლებას და უფრო უტყუარს ხდის ინფორმაციას სახელმწიფოში არსებული სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.  განხორციელებული ცვლილება იქნება შესწავლის მიზნის მქონე სუბიექტების სტიმულირებისთვის გადადგმული ეფექტური ნაბიჯი, რომელიც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება სასარგებლო წიაღისეულის რესურსის რაციონალურ გამოყენებაზე.

დღეის მდგომარეობით სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნით ლიცენზირებულია ქვეყნის ტერიტორიის 3.8 % (საერთო ფართობის 6 970 000 ჰა-ს 3.8%), თუმცა შესასწავლი პერსპექტიული ფართობი ქვეყნის ტერიტორიის  10%-მდეა. მყარი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნით დღეისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცემულია ჯამში 25-მდე სარგებლობის ლიცენზია.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ბოლო წლების სტატისტიკაც. უკანასკნელ წლებში შემცირდა ინტერესი შესწავლის უფლების მიღებასთან დაკავშირებით. 2016 წელს გაიცა მხოლოდ 7 ლიცენზია წიაღისეულის შესწავლის მიზნით, ხოლო 2017 წელს საერთოდ არ გაცემულა. მოყვანილი სტატისტიკა მეტყველებს არსებული ფასის არაეფექტურობაზე, რისი გაუმჯობესებაც დიდწილად უზრუნველყოფილი იქნება შესწავლის ლიცენზიისთვის გადასახდელი  გონივრული ფასის განსაზღვრით.

ეს  მონაცემები თავის მხრივ ადასტურებს, რომ განხორციელებული ცვლილება იყო დროული და ექნება მაღალი ეკონომიკური ეფექტი როგორც მომდევნო უახლოეს პერიოდში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა ლიცენზიის შეძენის მიზნით საჭირო მაღალი დანახარჯები მიმართონ შესწავლის სამუშაოების დასაფინანსებლად და უფრო ეფექტურად და ოპერატიულად განახორციელონ წიაღისეული რესურსების შესწავლა, რაც თავის მხრივ მისცემს სახელმწიფოს შესაძლებლობას უფრო სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ინფორმაციით განახლებული გახადოს ქვეყნის მინერალური რესურსების შესახებ საინფორმაციო საფონდო ბაზა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics