|
2018-05-31 13:34:42, 1396 ნახვა
სამხედრო
სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა
სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. საჰაერო თავდაცვის დღესთან დაკავშირებით მოედანზე წარმოდგენილი იყო, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მათ შორის საფრანგეთში შეძენილი ახალი ტექნიკა. მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით 2018 წლის ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის პარკის მოდერნიზებას მოხმარდება. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მოედანზე წარმოდგენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში უმწიკვლო სამსახურისთვის სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი და მედლები გადაეცათ. ასევე წარმატებული სამსახურისთვის გამოეცხადათ მადლობა. ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ახალი ტაძრის მშნებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ტაძრის საძირკველი შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა. 1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს.მას შემდეგ სწორედ ეს დღე აღინიშნება თავდაცვის დღედ.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)