|
2018-05-31 13:28:44, 1068 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სოფელ შინდისის მოსახლეობისთვის 24-საათიანი წყლის მომარაგებას უზრუნველყოფს
თბილისის მერია სოფელი შინდისის მოსახლეობისთვის 24-საათიანი წყლის მომარაგებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" მოლაპარაკებების დაწყება და 24-საათიანი წყლის მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება დაავალა. „შინდისი სააგარაკედ ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და შეუძლებელია მისი განვითარება თუ ელემენტარულად, სასმელი წყალი არ აქვთ ადამიანებს. დაიწყეთ პროექტზე მუშაობა და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ამის პრობლემა არ ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანამშრომლობისთვის. „ჩვენ ძალიან ბევრ ქუჩაზე ვართ შესულები და ვაწარმოებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მათი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა თანამშრომლობაზე. იქ, სადაც ინფრასტრუქტურული ღონისძებები ხორციელდება, ჩვენ არ გვინდა, რომ დაიგოს ასფალტი და შემდეგ თავიდან მოგვიწიოს გადათხრა. ამიტომ, პირველივე დღიდან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად მიმდინარეობდეს ეს სამუშაოები , როგორც საკანალიზაციო, სანიაღვრე და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, თბილისის მერია სოფელ დიღომში საკანალიზაციო ქსელის მოსაწყობად 25 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის პირველ ეტაპი 10 ქუჩას მოიცავს. „წელს დაგეგმილი გვაქვს პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება, დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის ეს საპროექტო დოკუმენტაცია გადაგზავნილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც ველოდებით საბოლოო დასკვნას და დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადოთ ტენდერი მშენებლობასთან დაკავშირებით. წელსვე დავიწყებთ ამ სამუშაოებს და დიდი ნაწილი წელს იქნება შესრულებული. პირველი ეტაპი დაახლოებთ 10 ქუჩას მოიცავს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)