14:16 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 13:27:18, 1058 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გაგი ბუაძე წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გაგი ბუაძის კანდიდატურა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

კახა კალაძის თქმით, გაგი ბუაძეს ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი.

„ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გაგი ბუაძის კანდიდატურა. ის ბოლო პერიოდში მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად. გაგი ბუაძე პროფესიით ფინანსისტია, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. ის ასევე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან  ერთად მუშაობდა  ენერგეტიკის სამინისტროში. იყო ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ენერგეტიკაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული კანდიდატურა კანონის შესაბამისად, დედაქალაქის  საკრებულოში გადაიგზავნება.

„კანდიდატურის დამტკიცებაზე იმსჯელებენ და იმედია, ეს საკითხი საკრებულოს მიერ დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics