01:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 11:16:15, 1187 ნახვა

სამართალი
გახარიამ გერმანელ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო

საქართველოს ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია გერმანიის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და სამშობლოს საკითხთა ფედერალურ მინისტრს, ჰორსტ ზეეჰოფერს შეხვდა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან საპოლიციო თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს, როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს. აღნიშნული თანამშრომლობა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, რეგულარული მაღალი დონის შეხვედრებისა და ორმხრივი სამუშაო ვიზიტების შედეგად, წარმატებით ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე.

გიორგი გახარიამ გერმანელ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა. მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიას შორის უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც ქართული მხარის მიერ გერმანიიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-იან შესრულებაში გამოიხატება.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა კლების პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლად აღიარების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დაბალია და უახლოეს მომავალში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანი იყო სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციას და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics