01:10 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 10:31:30, 9905 ნახვა

კულტურა
ParaShoot - სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონი გაიხსნა

"გონება პარაშუტივითაა, არ მუშაობს თუ არ გახსნი! " - მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონმა სახელწოდებით ParaShoot სტარტი აიღო. მარათონს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ატარებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენას. 

ParaShoot-ში მონაწილეობას იღებს მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი. მათ 72 საათი აქვთ იმისათვის, რათა დაგეგმონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ მოკლე ფილმი სოციალურ თემაზე. მარათონი გაიხსნება 31 მაისს, 11 საათზე და გაგრძელდება 3 ივნისამდე.

ექსპერტთა გუნდი გამარჯვებულ ფილმებს ორ კატეგორიაში შეარჩევს:  პროფესიონალები და მოყვარულები. პროექტის პარტნიორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით (3,000 ლარი), რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება საუკეთესო ფილმების ღია ჩვენება.

ParaShoot-ის ფარგლებში მარათონის მონაწილეთათვის მასტერკლასს გამართავს სოციალური აქტივისტი და კინემატოგრაფი ლინა სრივასტავა. ლინამ სოციალური ინოვაციის სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა მრავალი დოკუმენტური ფილმისთვის, მათ შორისაა ოსკარის მფლობელი Born into Brothels, ემიზე ნომინირებული The Devil Came on Horseback, ასევე ოსკარის მფლობელი Inocente და სანდენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი Who Is Dayani Cristal?

ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics