|
2018-05-30 19:37:49, 1487 ნახვა
სამართალი
ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ეკა არეშიძე განაჩენს ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა, შემდეგ კი, სასამართლოს რეპლიკით არასრულწლოვანმა ბრალდებულებმა მიმართეს. როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური სასჯელი მიესჯებათ. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მთელი სხდომის განმავლობაში აპელირებდნენ. ფაქტობრივად, საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მთლიანად გააბათილა ის, რაც დაფიქსირებულია ბრალდების საბრალდებო დასკვნაში.ბრალდების მხარემ საკუთარი მოწმის ჩვენებები, რომელიც მათ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა, სრულად დააიგნორა, საკუთარ მოწმეებს მიაწერა ისეთი ფრაზების წარმოთქმა, რაც მოწმეებს საერთოდ არ ჰქონდათ ნათქვამი“, - განაცხადა კაკაბაძემ. ცნობისთვის, მოსამართლე ხვალ განსაზღვრავს, გამამტუნებელ განაჩენს გამოიტანს, თუ გამამართლებელს. ამის შემდეგ კიდევ ერთ სხდომას ჩანიშნავს, სადაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს სასჯელის ვადას განუსაზღვრავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)