|
2018-05-30 17:39:32, 1662 ნახვა
პოლიტიკა
გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეაზე სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ საკითხზე ისაუბრეს
საქართველოს განცხადება სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გავრცელდა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხის გეგმიური განხილვა იყო ჩანიშნული, საქართველოს საკითხიც წამოწიეს. უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა დაგმო სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების ფაქტი და ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციისა და ასადის რეჟიმის ერთობლივ უკანონო ქმედებებს. „ფაქტიურად, ყირიმი დღეს წარმოადგენს უზარმაზარ სამხედრო ბაზას, რომელიც ხშირად გამოიყენება შორეულ ცხელ წერტილებში, მათ შორის, სირიაში რუსული ინტერვენციებისთვის. მადლიერების ნიშნად, სირიის რეჟიმი თავის დელეგაციებს აგზავნის სირიაში, და როგორც დღეს ვიხილეთ, მან უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარა" - განაცხადა გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპაციის საკითხი წამოსწია შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. „საზღვრების შეცვლა სამხედრო ძალის გამოყენებით - როგორც ამის მოწმენი გავხდით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომელიც ევროპის ფარგლებს სცდება; როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მართლწესრიგს და გაეროს ქარტიას, ეს არის საფრთხე ყველასთვის. უსაფრთხოება არ არის თამაში ნულოვანი შედეგით და წესებზე დამყარებული წესრიგი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ წესებს ყველა ასრულებს" - განაცხადა შვედეთის ელჩმა გაერო-ში. რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად რეგიონში შექმნილ არასტაბილურ გარემოზე ისაუბრა ბრიტანეთის წარმომადგენელმაც, რომელიც დაეთანხმა შვედეთის პოზიციას და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა მარტო უკრაინისა და საქართველოს საკითხს სცილდება და საერთაშორისო მართლწესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული. სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. გადაწყვეტილება დაგმეს აშშ-მა, ევროკავშირმა, ნატო-მ, საკითხი განხილული იქნა ევროპის საბჭოში, სადაც საქართველოს განცხადებას მიუერთდნენ და სირიის ქმედებები ასევე დაგმეს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ, სირიის ნაბიჯი განცხადებებით დაგმეს პარტნიორმა სახელმწიფოებმა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)