22:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 14:38:23, 1166 ნახვა

კომენტარი
ფაშინიანი: სომხურ-ქართულ ურთიერთობებში გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს

„ჩემთვის დიდი პატივია პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ყოფნა, ვინაიდან, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების სამომავლო განვითარებას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭება“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პაშინიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან ღრმაა.

„ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით, ვცდილობდით სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას, იმის მიუხედავად, რა საქმიანობას ვეწეოდით. მე, როგორც ჟურნალისტი, როგორც დეპუტატი და ახლა როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჩემი ძალებით ყველაფერს ვაკეთებდი სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად.  ახლა იმ კონკრეტულ ვითარებაში ვართ, როდესაც ჩვენი მრავალი სურვილის განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. ჩვენც აღვნიშნეთ ეს თარიღი და ნამდვილად, ეს დღესასწაულები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სომხეთმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება თბილისში გამოაცხადა და ეს ფაქტი თავისთავად გვიჩვენებს, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები არის ძალიან ღრმა. ორ ქვეყანას აქვს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული, ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც შემდგომში უფრო უნდა განვითარდეს და გაღრმავდეს. ჩვენ შევთანხმდით ამ მიმართულებით ინტენსიური ნაბიჯების გადადგმაზე“, - განაცხადა პაშინიანმა და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება:

„საერთო ჯამში, შევთანხმდით, რომ ის ატმოსფერო, რომელიც სომხურ-ქართულ ურთიერთობებშია და რომელიც ყოველთვის იყო პოზიტიური, გადავიყვანოთ ახალ დინამიკაში, კონკრეტულ შედეგებში, მათ შორის - ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გააქტიურების მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ კონკრეტული შედეგების დაფიქსირებას ორმხრივი ურთიერთობების მრავალ სფეროში.  რა თქმა უნდა, განვიხილეთ ურთიერთობებში გრძელვადიანი ხედვის საჭიროება. ჩვენ გვაქვს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი საერთო ინტერესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არსებული თანამშრომლობა, გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად განვავითაროთ. ჩვენ საქართველოსთან მრავალი ერთობლივი პროექტი გვაკავშირებს და ვიმუშავებთ მათი დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის. ასევე, ვიმუშავებთ ახალ პროექტებზე; აღსანიშნავია, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები, მთავარი ფაქტორი აქ განწყობა და სურვილია“, - განაცხადა პაშინიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics