01:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 14:00:19, 1551 ნახვა

სამართალი
შოთაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ვერც ერთი გარეშე პირი ვერ ჩაერთვება

„ვერც ერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ადვოკატი, დაზარალებული, ან ბრალდებული, საქმეში ვერ ჩაერთვება“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი შეთავაზება ერთ-ერთი მოკლულის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ კვლავ ძალაშია.

„ჩემი წინადადება იყო, რომ შევხვედროდი დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და ეს წინადადება დღესაც ძალაში არის. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შეხვედრამდე და შეთანხმებული ვიყავით რომ ზაზა სარალიძე უნდა მოსულიყო მის ადვოკატ ლონდარიძესთან ერთად და ორივეზე საშვი დაშვებული იყო. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სამუშაო შეხვედრა, სადაც უნდა ყოფილიყო საუბარი კონკრეტულ სახელებზე გვარებზე, კონკრეტულ არასრულწლოვნებზე, რომელბმაც ჩაიდინეს გარკვეული ქმედებები და მონაწილეობა მიიღეს გარკვეულ ინციდენტებში. შესაბამისად, ვერც ერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ან ადვოკატი, ან დაზარალებული, ან ბრალდებული ან მათი ადვოკატი ვერ ჩაერთვება ამ საქმეში“,-განაცხადა  ირაკლი შოთაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics