|
2018-05-30 13:00:15, 1476 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: აპრილში 6.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. "ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მშპ-ს ზრდის დინამიკაზე 2018 წლის პირველ ოთხ თვეში. კერძოდ, იანვარში ზრდამ 4.4% შეადგინა, თებერვალში - 5.5%, მარტში - 5.6%, ხოლო აპრილში ამ მაჩვენებელმა 6.5 პროცენტს მიაღწია. რაც შეეხება კვარტალურ მაჩვენებლებს - პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2 პროცენტს, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის აპრილში 15.0 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. „მხოლოდ აპრილის თვეში 4 037 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 9.3 პროცენტით აღემატება 2017 წლის აპრილის მაჩვენებელს. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ზრდის მამოძრავებელი კერძო სექტორია, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავლენა რამდენიმე სექტორმა მოახდინა: მნიშვნელოვნად გაიზარდა მომსახურების ექსპორტი და შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან - აპრილში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 27.5 პროცენტით (51.6 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 238.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამასთან, აპრილის თვეში 16.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 105.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. „საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდისკენ. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმები, მათ შორის, საკრედიტო - საგარანტიო ფონდის შექმნასთან მიმართებაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით და დარწმუენბული ვარ, რომ ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)