2018-05-30 11:18:30, 1217 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოები იწყება
„თბილსერვის ჯგუფი“ ძველი თბილისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები 30 მაისს დაიწყება და 3 ივნისამდე გაგრძელდება.
ძეგლი ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ და კომპანია MAISTANBUL-ი განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.
კომპანია MAISTANBU-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.
(NS)
ავტორი: ,