|
2018-05-29 18:53:38, 1422 ნახვა
პოლიტიკა
ფხალაძე: საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით საქართველოს არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია უპირისპირდება. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია პარტნიორების ჩართვა და მათთან ერთად კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო არენაზე. "ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია და სრულიად გასაგებია თუ საიდან მოდის ეს ე.წ. აღიარების თემა. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ხაზგასასმელია - ასეთი ტიპის აღიარებას არანაირი საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგი არ და ვერ ექნება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა არაბული ლიგის ქვეყნებთან და ზოგადად, ამ რეგიონის ქვეყნებთან, რადგან ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ის დიპლომატიური ფრონტი, რომელიც გახსნილი აქვს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ. იმავდროულად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო არენაზე მწყობრი, კოორდინირებული და მიზანმიმართული ნაბიჯების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. დაბოლოს, თავისთავად ცხადია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ჩვენი პარტნიორების ჩართვა და მათთან ერთად კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო არენაზე", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)