08:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 18:17:23, 732 ნახვა

რეგიონი
აჭარაში არსებული რამდენიმე ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ტარდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს თეორიულ-პრაქტიკული  სწავლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უტარდებათ, როგორებიცაა მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, ტურისტებთან მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები, გაყიდვების ძირითადი პრინციპები, გაყიდვების ფილოსოფია, პროდუქტების პოზიციონირების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აუცილებელია ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

1 ივნისიდან რეგიონში არსებული 9-ვე საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი, მათ შორის სამი - საბაგიროსთან, აეროპორტსა და ბათუმი ცენტრალში 24 საათის განმავლობაში მოემსახურება ტურისტებს. ცენტრების თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები ყოველწლიურად უტარდებათ.

„ძალიან დიდია წლის განმავლობაში ტურისტების მომართვიანობა ჩვენს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში. მაგალითად, გასულ წელს 90 000-მდე სტუმარმა ისარგებლა ცენტრის სერვისებით და ეს ციფრი ყოველწლიურად მზარდია. წელს, ჩვენ მომზადებული ვხვდებით ზაფხულის ტურისტულ სეზონს. ყველა ტურისტულ ცენტრში ტურისტებს შეეძლებათ ამომწურავი ინფორმაციის მიღება აჭარაში არსებული ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტების, მარშრუტების, ღირსშესანიშნაოებებისა თუ სხვა რეგიონში მოგზაურობისთვის საჭირო საკითხების შესახებ.  ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები არის ერთ-ერთი მთავარი რგოლი ტურისტებთან ურთიერთობისას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ტურისტი ვინც მოგვმართვას იყოს კმაყოფილი და მაქსიმალურად ინფორმირებული რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ“, - გაანცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics