|
2018-05-29 14:13:18, 1204 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე: ჩემი შვილის შარვალი, რომელიც მე არ მინახავს, დღეს საჯარო გახადეს?! ტაშს ვუკრავ, მაგრები ყოფილან
„რამდენჯერმე მივმართე არამარტო გამომძიებელს, თვით საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს, თუ არ არის საჭირო დამიბრუნეთ ჩემი შვილის ნივთები. მითხრეს ეს გამოძიებას სჭირდება და ვერ დაგიბრუნებთო და ეს ყველაფერი გაასაჯაროვეს?!“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უწყება საზოგადოების დაბნევას ცდილობს. „როდესაც აქტიურად ჩავები ამ პროცესებში და პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭა, კითხვა დამისვეს, თქვენ გცნოთ დაზარალებულად თუ თქვენი მეუღლეო, ამ კითხვას ვერ მივხვდი რა თქმა უნდა მეთქი. ალბათ ჩემი ცოლი დაზარალებული არ არის... იმ დღიდან როდესაც დეტალებს გავეცანი მოვითხოვე ჩემი შვილის საფულე, პირადობის მოწმობა ამ საფულეში იდო, ორმოცდაათი ლარი რომელიც საგამოძიებო სამსახურს დღესაც იქ უდევს. რამდენჯერმე მივმართე არამარტო გამომძიებელს, თვით საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს, ეს გამოძიებას სჭირდება და ვერ დაგიბრუნებთო და დღეს რომელი შარვალიც, რომელი ტანსაცმელიც მე პირადად არ მინახავს საჯარო გახადეს?! უარს მეუბნებოდნენ არასრულწლოვნების მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, არ შეიძლება განახოთ ან გადმოგცეთო და დღეს საჯარო გახადეს?! ტაშს ვუკრავ „მალადეც!“ მაგრები ყოფილან, ესენი არიან უსუსურები და არაადამიანები და მაქსიმალურად ცდილობენ გაასამართლონ ეს ორი, რომელსაც ბრალი აქვთ წაყენებული. არიან სხვა დამნაშავეებიც, გამოიყვანონ ყველა გარეთ, მათი მიზანია ხალხის დაბნევა, აი ჩვენ გავასაჯაროვეთო“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ სარალიძე მოითხოვს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მის კითხვებს საჯაროდ უპასუხოს. „რატომ გაანადგურეს ფარდული რომელიც მთავარი მტკიცებულება იყო, რატომ გაღუნა ექსპერტიზამ დანა, რომელზეც არ შეიძლება ექსპერტიზის ჩატარება, რატომ არ მოიტანა სამხარაულის ექსპერტმა ის დასკვნები რაც მაია ნიკოლეიშვილმა მოიტანა დასურათებული ის დაზიანებები, რაც ტანსაცმელზე ჰქონდა ჩემს შვილს. გამცეს შოთაძემ ამაზე პასუხი. ეს ზოგადი კითხვებია და საჯაროდ გამცეს ამაზე პასუხი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)