|
2018-05-28 19:08:10, 1874 ნახვა
სამართალი
პროკურორი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმესთან მირზა სუბელიანის კავშირს უარყოფს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი მარიამ გოგოხია ბრალდებულის დღევანდელ ჩვენებაში მირზა სუბელიანის ბრალეულობას ვერ ხედავს. როგორც გოგოხიამ აღნიშნა, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა სასამართლოს არარეალური ფაქტების შემცველი ჩვენება მისცა. "მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებსა და სხვა მტკიცებულებებს. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებზეც საუბრობთ, მის მიერ ამ გვარების დასახელება მოხდა, თუმცა, არა როგორც დანაშაულში უშუალო მონაწილე პირებისა. ბრალდებულმა მისი დაკითხვისას დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე თან ჰქონდა გასაშლელი დანა, რომლის გამოყენებითაც ერთ-ერთ დაზარალებულს მან მიაყენა დაზიანება. რაც შეეხება უშუალოდ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ საკითხებს, ბრალდებულმა იმდაგვარი სახის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ შემთხვევის შემდეგ, როდესაც სახლში შეხვდა მირზა სუბელიანს, მათ შორის არავითარ საუბარს ადგილი არ ჰქონია ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, მან განაცხადა, რომ სახლში ვინც იმყოფებოდა, არც მათთან რაიმე საუბარს არ შესწრებია“, - განაცხადა პროკურორმა. კითხვაზე იკვეთება თუ არა მირზა სუბელიანის ბრალეულობა მირზა კანალდიას გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე: „ბიძაჩემი მაგარი პროკურორია და ამ საქმეს მოაგვარებს", პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულს არ დაუკონკრეტებია, რომელ ბიძაზე იყო საუბარი. "ამ შემთხვევაში არ დაუდასტურებია, რომელ ბიძაზე იყო საუბარი და არც ის დაუდასტურებია, იყო თუ არა ცნობილი ამ ბიძისთვის მკვლელობის შესახებ რამე. შესაბამისად ამ გარემოებასთან დაკავშირებით მას ზუსტი ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია. ბრალდებულმა დაუშვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს მირზა სუბელიანი იყო. ბრალდებულს დაკითხვისას არც ერთხელ არ უხსენებია, რომ მირზა სუბელიანისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო. არაფერი მსგავსი მას არ გაუჟღერებია“, - განაცხადა გოგოხიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)