|
2018-05-28 18:46:04, 1654 ნახვა
სამართალი
„სხვა დროს პროკურორებისგან ასეთი ქცევა არ მინახავს“ - მაია ნიკოლეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომუშავე დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი დაბარება 26 მაისს სასამართლო სხდომაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც ნიკოლეიშვილის განცხადებით, საქმის პროკურორი ადვოკატისა და ექსპერტის დაშინებას ცდილობდა, იმის გამო, რომ დასკვნა ბრალდების მხარისთვის სასურველი შინაარსის შემცველი არ აღმოჩნდა. მაია ნიკოლეიშვილი იმედოვნებს, რომ საქმის შესწავლა ობიექტურად მოხდება. „ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო იყოს სამართლებრივი, სადაც ყველაფერს აქვს თავის წესი. მტკიცებულება არის, თუ ის ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს ამას შეაფასებს მოსამართლე. პროკურატურა არის მხარე და მე სხვა დროს პროკურორებისგან ასეთი ქცევა არ მინახავს, ეს იყო საოცარი აგრესია. კითხვაზე, როდესაც არ იღებდა პროკურორი სასურველ პასუხს ამ კითხვას სვამდა თავიდან, თითქოს დაღლაზე... ეს გამოყოლილი, ძველი ჩვევა პროკურორებს ჰქონდათ. მაშინ საპროცესო კოდექსი იყო სხვაგვარი. პროკურორი მაშინ მართლაც სხვა იყო... დღეს არის შეჯიბრებითობა. პროკურორი არის მხარე, არავინ არავისზე მაღლა არ დგას, არავინ არავის არ უნდა აშინებდეს“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა. შეგახსენებთ, პროკურატურის გენინსპექციამ პროკურორის მხრიდან შესაძლო პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)