|
2018-05-28 17:38:00, 1847 ნახვა
სამართალი
სააპელაციომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს. მათი თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა. შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი" ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საკითხის ხელახლა განხილვა დაევალა. საქმე მოსამართლე მერაბ ლომიძემ განიხილა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)