|
2018-05-28 16:10:41, 1418 ნახვა
სამართალი
პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ინფორმაცია არ აქვს, დაიწყო თუ არა გენინსპექციაში მის მიმართ მოკვლევა
პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ექსპერტსა და ადვოკატზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით, ხორავას საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, არ იცის დაიწყო თუ არა მოკვლევა გენინსპექციამ ფხაკაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დაკითხვაზე უახლოეს დღეებში დაიბარონ. „ჩემთვის არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა გენინსპექციამ მოკვლევა, არის შემთხვევა, როდესაც გენინსპექცია იწყებს მოკვლევას, მაგრამ იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც მოკვლევა არის დაწყებული შეიძლება, არ იცოდეს ეს. მე დღესდღეობით გიდასტურებთ, რომ არ ვყოფილვარ დაბარებული დაკითხვაზე, შესაძლებელია დღეს ან ხვალ დამიბარონ. მოგეხსენებათ მთელი დღის განმავლობაში პროცესებზე ვარ და არ ვიცი, შესაძლებელია ეგ იყოს შემაფერხებელი გარემოება. ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი, მით უფრო რომ ქალის მიმართ თითქოს მე საცემრად გავიწიე. ეს კითხვაც და ამ განცხადების გავრცელებაც არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი“,- განაცხადა ზვიად ფხაკაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოდაგილის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტზე, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)