23:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 14:36:24, 1227 ნახვა

სამართალი
EMC: ადვოკატებსა და ექსპერტებს მაჩალიკაშვილის საქმის მტკიცებულებებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვთ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესის ხარვეზებს ეხმიანება.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ  საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებებზე წვდომა  შეზღუდულია. 

EMC  პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.

“მასალების გაცნობის მოთხოვნით EMC-მ თბილისის პროკურატურას ჯერ კიდევ 2018 წლის 14 თებერვალს მიმართა, რაზეც უწყების მიერ უარი გვეთქვა იმ არგუმენტით, რომ განმცხადებლების მიერ არ იყო წარდგენილი განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე დაშვებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა. 

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ამ გადაწვეტილებას ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინტერესების საუკეთესო დაცვის და მასალებზე წვდომის მიღების მიზნით, EMC–იმ განცხადებით მიმართა სუსს და მოითხოვა მასალებზე წვდომის ნებართვის მიღება. ორგანიზაციის ეს მოთხოვნა სუსის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ არგუმენტით, რომ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო ორგანოს/იურიდიულ პირს არ წარმოადგენს, არ გააჩნია უფლება ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე. 

EMC-ის შეფასებით, სუსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით დადეგნილ რეგულაციებს, რომელიც სახელმწიფო ორგანოების/იურიდიული პირების მიღმა, ადგენს ფიზიკური პირის შესაძლებლობას შესაბამისი პროცედურების დაცვით მიიღოს ინდივიდუალური დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე. სუს-ის აღნიშნული გადაწყვეტილება, სასამართლოში მის გასაჩივრებამდე, 2018 წლის 24 მაისს EMC-იმ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე გაასაჩივრა. საჩივარში EMC კიდევ ერთხელ ასაბუთებს განსახილველ ინფორმაციაზე წვდომის საჭიროებასა და მნიშვნელობას. EMC უთითებს, რომ მასალების გაცნობის გარეშე ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა სათანადოდ განახორციელონ მიმდინარე გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა და ეფექტიანად და რეალურად დაიცვან დაზარალებული პირის ინტერესები და უფლებები გამოძიების წინაშე", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics