23:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 14:33:02, 1057 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენმა ევროპულ სასამართლოს „რ2-ის“ საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს“ წინააღმდეგ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ნინო ლომჯარიას თხოვნა საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თაობაზე სასამართლომ 2018 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა. 

სასამართლო სექციის პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მოსაზრებები არ ეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს. მოსაზრებებში სახალხო დამცველი შემოიფარგლა საკუთარი მანდატით და ყურადღება გაამახვილა საქმის მნიშვნელობის, ასევე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. 

სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მხარეებს, განმცხადებლებსა და მთავრობას შესაძლებლობა ექნებათ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში წარდგენილ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით სტრასბურგის სასამართლოს მეორედ მიმართა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics