|
2015-05-27 14:15:44, 396 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე ყოფილ თანაპარტიელებზე: პოლიტიკური უმწიფრობისა და უპასუხისმგებლობის განცდა მრჩება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, თუკი მის უკვე ყოფილ თანაგუნდელებს განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, ეს პარტიის შიგნით უნდა განხილულიყო. "მთავარი გაუგებრობა არის სწორედ ის, რომ, თუ პარტიის მდივანს ჰქონდა რაიმე განსხვავებული ხედვა, ეს საკითხი უნდა დამდგარიყო პარტიის წინაშე განსახილველად და ეს არ მომხდარა. ყველაზე მეტად რაც მრჩება განცდა, ეს არის პოლიტიკური უმწიფარობის, მოუმზადებლობისა და უპასუხისმგებლობის განცდა",-აღნიშნა გივი თარგამაძემ. ცნობისთვის, "ნაცინალური მოძრაობის" ყოფილი წევრების განცხადებით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით პრო-რუსული ძალები მოვიდნენ. მათივე თქმით, ამ რეალობის შეცვლის შანსი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა, თუმცა მან 3 გამოცდიდან, ბოლო ვერ ჩააბარა. "პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-ამ ვერ ჩააბარა",-აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები. შეგახსენებთ, პარტია სულ 4-მა ადამიანმა- გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ, პავლე კუბლაშვილმა დატოვა. ისინი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)