|
2018-05-26 17:00:24, 2185 ნახვა
ეკონომიკა
იუნკერი: ევროკავშირი საქართველოს მიკროფინანსური დახმარებისთვის 45 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მიკროფინანსური დახმარებისთვის 45 მილიონ ევროს გამოყოფს. როგორც იუნკერმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქართველოს განვითარებაში ევროგაერთიანება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. "ძვირფასო გიორგი, მოხარული ვარ, რომ ვხედავ ევროკავშირის ასეთ სრულფასოვან და ხილვად როლს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან დღეს. მე ძალიან მეამაყება, რომ პრემიერ-მინისტრი სტუმრობს ჩვენს ბანერს, ეს არის ევროკავშირის ბანერი. ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენთან არის. ჩვენ ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ ერთად, შედარებით მოკლე დროში. მე მას მადლობას ვუხდი მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ იგი ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს, რაც დღეს ევროპაში ხშირი არ არის. საქართველო ახლოსაა ჩემს გულთან, ახლოსაა ევროპელთა გულებთან, რადგან ჩვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად ვართ მეგობრები და პარტნიორები. ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ამ დღეებში მე განსაკუთრებულად ამაყი და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან გამორჩეული დღეა. წლების წინ შევპირდი პრემიერ-მინისტრს, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს გვერდში იდგება. რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებთ, მით მეტ მხარდაჭერას ვიჩენთ ჩვენი მეგობრების მიმართ. მოხარული ვარ დღეს განვაცხადო, რომ დამატებით 40 მილიონს გამოვყოფთ ამ წლის ორმხრივი ურთიერთობებისთვის. საერთო ჯამში 2014 წლიდან 2018 წლამდე საქართველოს მხარდასაჭერად ჩვენ 597 მილიონი გამოვყავით. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დამატებით გამოვყოთ 45 მილიონი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის. იმ პირობის შესაბამისად, რაც მე პრემიერ-მინისტრს მივეცი, ჩვენ გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან 2017 წლის მარტში. 353 000-ზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში და მინდა ყველანი, ვინც აქ ხართ მოგიწვიოთ და გირჩიოთ ევროპაში წასვლა, რადგან ნამდვილად ღირს მისი ნახვა. რამდენიმე თვეში ამ ქალაქში ჩვენ გავხსნით ევროპულ სკოლას და ჩვენ, პრემიერ-მინისტრმა და მე, მოვილაპარკეთ, რომ ამიერიდან ყოველ წელს ჩავატარებთ ერთ შეხვედრას საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის. ასეთ შეხვედრებს ჩვენ ყველა ქვეყანასთან არ ვატარებთ, მაგრამ მე მინდა რომ ყოველ წელს ასეთი შეხვედრა ჩატარდეს საქართველოსთან", - განაცხადა იუნკერმა. მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)