2018-05-26 13:58:06, 1512 ნახვა
კომენტარი
„დიდება საქართველოს!“ - დალია გრიბაუსკაიტემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მიულოცა
ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ქართულ ენაზე მიულოცა.
შესაბამისი განცხადება ლიეტუვას პრეზიდენტმა თავუსუფლების მოედანზე გააკეთა, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.
„გამარჯობა, საქართველო. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლისთავს. ამიერიდან, ჩვენ თქვენს ქვეყანას - საქართველოს ვუწოდებთ. ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება, საქართველოს!“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
ავტორი: ,