|
2018-05-26 12:03:31, 1086 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველო თავისი მისწრაფებებით, კულტურით და ტოლერანტობით ცივილიზებული სახელმწიფოების გვერდით დგას
ხ„ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და ბევრი ვიბრძოლეთ თავისუფლებისთვის. მაგრამ, როდესაც მიზანი შენი ქვეყნის თავისუფლებაა და ამაყობ მისი წარსულით, კულტურითა და ტრადიციებით, სულ სხვა ენერგიით ქმნი მომავალსაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია. „მთავრობის სახელით მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს, რომელიც დღეს ჩვენთან ჩამობრძანდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ჩვენთან ერთად ზეიმობს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თქვენი ჩამობრძანება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანას, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ და რეფორმატორ სახელმწიფოს, რომელიც მიისწრაფვის, დაიმკვიდროს თავისი ისტორიულად კუთვნილი ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში. თქვენ იმ ქვეყნების მეთაურები ხართ, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ძალიან კარგად იციან. ამიტომაც, საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ საქართველოში და თქვენთან ერთად გავხსნათ კრინიცას ეკონომიკური ფორუმი თბილისში, რომლის პირველ პანელს ეწოდება „ევროპა გუშინ, დღეს, ხვალ", რაც ასევე სიმბოლური გახლავთ“, - განაცხადა პრემიერმა. მან ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და ეკონომიკურ მდგომაროებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონული ჰაბი. „დიახ, ჩვენ ვადასტურებთ, რომ გუშინაც, დღესაც და ხვალაც საქართველო თავისი მისწრაფებებით, კულტურით, ცხოვრების წესით, აზროვნებითა და ტოლერანტობით ცივილიზებული სახელმწიფოების გვერდით დგას და მათთან ერთად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიოს და დაძლიოს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. ჩვენ ვართ გახსნილი ქვეყანა, პატარა, მაგრამ ღია, ლიბერალური ბაზრით და ის გარემო, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით საერთაშორისო ვაჭრობის, ახალი ეკონომიკური კავშირების, ახალი სატრანსპორტო კორიდორების თუ სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის, ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, გვაძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას გავხდეთ რეგიონული ჰაბი. ამისთვის ჩვენი მიზანია, სრულად გამოვიყენოთ საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო, საავიაციო და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალი. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ და შიდასახელმწიფოებრივი დატვირთვის პროექტებზე, რომლებიც მთელს საქართველოს მოიცავს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რომლებიც უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე გაამახვილა ყურადღება. „დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. ამავე მიმართულებით სამუშაო რეჟიმში ვართ ინდოეთთან, ჰონკონგთან და ისრაელთან, რაც საქართველოს თანდათანობით აქცევს დიდი სავაჭრო ურთიერთობების მიმზიდველ პლატფორმად. ეს მიმზიდველობა გამომდინარეობს სწორედ იმ შედეგებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია კერძო სექტორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად. საქართველო ხშირად მოიხსენიება, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საინვესტიციო მიმზიდველობით, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი თანადგომით ჩვენ შევძლებთ, ეს მაღალი და საპასუხისმგებლო ნიშა მუდმივად შევინარჩუნოთ და უფრო მეტი წარმატებით განვავითაროთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ კრინიცას ფორუმი საქართველოში იქნება შესანიშნავი ახალი პლატფორმა ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს ჩამობრძანებისთვის და გისურვებთ წარმატებულ ფორუმს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)