|
2018-05-25 21:52:01, 1676 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სახელმწიფო სტარტაპებს შესაძლებლობას მისცემს, რომ რეალურად მოხდეს მათი იდეების განვითარება
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა. პროგრამის ფარგლებში სულ 18 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოში სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღეს კარგი დღე გვაქვს, რადგან ჩვენ ერთხელ კიდევ გამოვავლინეთ ყველაზე ნიჭიერები, ყველაზე მონდომებულები, ის ადამიანები, რომლებმაც შეფასების რთული პროცესი გაიარეს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ისინი ღირსეულები არიან იმისათვის, რომ მიიღონ მხარდაჭერა, ღირსეულები იმისათვის, რომ მიიღონ დამატებითი ცოდნა და საბოლოო ჯამში მათ პროექტებს ჰქონდეს ის წარმატება, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ დღეს გამოვავლინეთ გამარჯვებულები - ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო გადასცემს თანხას, თუმცა, თანხასთან ერთად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ რეალურად მოხდეს მათი იდეების განვითარება და მე ეს ძალიან მახარებს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემების მხარდაჭერის მიმართულებით. „დღეს ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღიურად მუშაობას როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის კუთხით, ისე ახალი ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება სტარტაპების მხარდასაჭერად", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა, თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია სტარტაპების მხარდაჭერა და ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში წარმატების არაერთი მაგალითიც არსებობს. „მე ძალიან მახარებს, რომ ახლა საქართველოში ნელ-ნელა იქმნება ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ამ იდეების განვითარების შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)