13:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 21:17:15, 1451 ნახვა

საზოგადოება
გაერომ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოსცა

გაეროს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაეროს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული  შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. საფოსტო მარკები შოთა რუსთაველის დაბადების 850-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

გაეროში დამკვიდრებული პრაქტიკით, საზეიმო თარიღები აღინიშნება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემით, რომლის თემატიკა ეფუძნება ქვეყნების ეროვნულ-კულტურულ მახასიათებლებს. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას საქართველოს თემატიკაზე, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

აღნიშნული მარკების თემატიკის და დიზაინის შესამუშავებლად ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელობასა და ეკონომიკის სამინისტროს   შორის. მის შემუშავებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics