|
2018-05-25 19:16:57, 1427 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვია
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია. სომხეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დახვდა. „ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები ესეთი მაღალი დონის დელეგაციებით სტუმრობენ თბილისს, რათა ჩვენთან ერთად იზეიმონ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი. სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს ორმაგი დატვირთვა აქვს, ეს იქნება სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. რამდენიმე დღეში ჩვენი სომეხი მეგობრებიც ასევე იზეიმებენ თავიანთი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და ვსარგებლობ შემთხვევით და მათაც ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთად, თანამშრომლობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია და სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. სომხეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)