03:40 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 19:13:57, 1397 ნახვა

პოლიტიკა
გრიბაუსკაიტე კვირიკაშვილს: ჩვენ ვართ თქვენი ქვეყნის ერთგვარი ადვოკატები ნატოსა და ევროკავშირში

საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო და ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე, - ამ სიტყვებით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ძალიან ადვილი და სასიამოვნოა საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ამას ზურგს უმაგრებს, როგორც ლიეტუველი ხალხი, ისე - პოლიტიკური წრეები.

„ჩვენ ვართ თქვენი ქვეყნის ერთგვარი ადვოკატები ნატოსა და ევროკავშირში. ძალიან მოხარული ვარ რომ თქვენთან ვარ ამ მშვენიერ დღეს - თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე, ჩვენი ქვეყნის მსგავსად. ზოგადად მთელი რეგიონის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ფინეთმა და თქვენ, შეძელით დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება და სახელმწიფოებრიობის დაბრუნება და დღეს საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე",- მიმართა დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი კვირიკაშვილს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას პრეზიდენტს ასევე მიულოცა რესპუბლიკის 100 წლის იუბილე და საქართველოს ავთენტური დასახელების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 100 წლის წინ, ქართული დემოკრატიის მამებმა გამოაცხადეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩვენ მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენი ქვეყანა გვიწევს მსოფლიოს სხვადასხვა პლატფორმის ფარგლებში. ძალიან მადლიერნი ვართ თქვენს მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა გაუტოლდეს იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აწესებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია საქართველოში ყოველწლიურად უფრო ვითარდება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ამ წარმატების თანაზიარნი არიან. დიდი მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს.

შეხვედრაზე, რომელიც მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics