21:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 18:35:01, 1230 ნახვა

კომენტარი
გიორგაძე: ულტიმატუმის ფორმა, რომელიც ძიუდოისტებმა აირჩიეს, ფედერაციაში პრობლემებს ვერ მოაგვარებს

მე პირადად არ ველოდები არც ერთ ისეთ პრინციპულ საკითხს ან პრობლემას ძიუდოს ფედერაციის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც საფუძველს მომცემდა, თუნდაც რეკომენდაციის სახით მიმემართა ფედერაციისადმი ქევხიშვილის გადადგომის თაობაზე, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ულტიმატუმის ფორმა, რომელიც ძიუდოისტებმა აირჩიეს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს არ მოაგვარებს.

„მე ვფიქრობ, რომ საკითხები რომელიც არის დაკავშირებული სამწვრთნელო პროცესთან, მათ არაფერი საერთო არ აქვთ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა არ გადადგომის საკითხთან. თუ ასეთი საკითხები არსებობს ის საკითხები საკმაოდ მარტივად არის გამოსწორებადი. ხოლო ის რა განმარტებებიც მოვისმინეთ  პრეზიდენტისგან პირველ სხდომაზე იყო ძალიან არგუმენტირებული და ძალიან ლოგიკურად დასაბუთებული  და ასევე გამაგრებული სწორედ იმ საბუთებით უკვე რომელიც ჩვენ დავიტოვეთ და რომლის რევიზიაც მოხდა. ასე რომ მე არაერთხელ მითქვამს, სხვათაშორის პირველი შეხვედრის დროს სპორტსმენებს პირდაპირ ვუთხარი, რომ მიუხედავად ჩემი პირადი და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის განსაკუთრებული დამოკიდებულებისა მათ მიმართ, მე ვფიქრობ, ის ულტიმატუმის ფორმა, რომელიც მათ აირჩიეს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, არის ამ ნაწილში ჩიხური. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ვატყუებთ და ვგულისხმობთ იმას, რომ მხოლოდ საქმის და ძიუდოს განვითარებისთვის და საქმის გამოსწორებისთვის ვაყენებთ ამ საკითხს, მაშინ საქმე ასეთი ფორმით არ სწორდება“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის დიალოგი.

„თუ ჩვენ მართლა გვინდა, რომ დავარეგულიროთ ეს საკითხი და ისევ და ისევ ძიუდოს შემდგომ განვითარებაზე ვისაუბროთ და ვიმუშაოთ, მაშინ ერთადერთი გასაღები არის დიალოგი მხარეებს შორის და კონკრეტულად კონსტრუქციულად იმ საკითხების გადაჭრა თუკი ასეთები არსებობს, რომელიც ამ განვითარებას უშლის ხელს“,-განაცხადა გიორგაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics