21:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 17:20:56, 1148 ნახვა

კომენტარი
გრიბაუსკაიტე: საქართველოს 100 წლის წინ მიეცა შანსი და დღესაც გააჩნია, რომ პროგრესული გზით იაროს

„საქართველოს მიეცა შანსი 100 წლის წინ და დღესაც გააჩნია შანსი, იაროს პროგრესული გზით“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერს როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარლგებში.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, გრიბაუსკაიტეს თქმით, კავკასიიდან მხოლოდ საქართველოა ნატო-ს საუკეთესო პარტნიორი, რომელიც რეგიონის უსაფრთხოების ბლოკპოსტზე გდას.

„რა თქმა უნდა უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში გამოწვევები გააჩნია და ყველა ეთანხმება, რომ გეოპოლიტიკური დინამიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება. მხოლოდ თქვენი ქვეყანა კავკასიიდან არის ნატოს საუკეთესო პარტნიორი, რომელიც დგას რეგიონის უსაფრთხოების ბლოკპოსტზე. რა საკვირველია ამით საქართველოს უადვილდება ნატო-სკენ სავალი გზა. ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით, თუ საჭირო იქნება თქვენს ზურგს უკან. რა თქმა უნდა ეს გააძლიერებს თვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

მან ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურითერთობები უფრო და უფრო მეტად უმჯობესდება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა. ამ დღესასწაულზე 100 წლიან იუბილეს ვზეიმობთ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოში. მეც მინდა საქართველოს ჭეშმარიტი სახელი გამოვიყენო თვენი ქვეყნის აღსანიშნავად, როგორც თქვენ გამოიყენეთ ჩემი ქვეყნისთვის. მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის, მხარდაჭერა და დამოკიდებულება თვენი ქვეყნის მიმართ უფრო და უფრო უმჯობესდება. ხვალ ვესტუმრები თბილისის ერთ-ერთ სკოლას, სადაც ჩემი ქვეყნის ენა ისწავლება. კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს მივულოცო 100 წლოვანი დღესასწაული, იუბილე თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისა და მინდა მომავლისკენ გზა დაგილოცოთ“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics