01:09 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 15:40:46, 10001 ნახვა

კულტურა
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ღონისძიება „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“ გაიმართა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ ინიციატივით საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო შემოქმედებითი ღონისძიება „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“ გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იუბილესადმი მიძღვნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა. თბილისის გ. უშიკიშვილის სახელობის ფოლკლორული სკოლის მომღერლებმა ქართული, აფხაზური და ლაზური სიმღერები შეასრულეს.

პროექტის გამარჯვებულები თბილისის საკრებულოსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპეციალური დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ნომინანტებს საჩუქრები  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ გადასცეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სტუდენტი ახალგაზრდობა, მოზარდები და ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics