|
2018-05-25 15:35:33, 914 ნახვა
რეგიონი
„თიბისი ბანკი“ ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებს
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი ბანკის ბათუმისა და ქუთაისის გალერეები გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან" უმასპინძლებენ. ბანკის ორ საგამოფენო სივრცეში ჟურნალ „ინდიგოს" მიერ შეგროვებული 1918-2018 წლების, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველი ფოტოები იქნება წარმოდგენილი. ჟურნალმა „ინდიგო" დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 100 ფოტო შეაგროვა, ქართულ-ინგლისური აღწერილობები დაურთო და ერთ გამოცემაში - „100 წელი - 100 ფოტო" გააერთიანა. პუბლიკაციაში დაბეჭდილია საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კერძო არქივებში მოპოვებული ფოტომასალა. კატალოგში ასევე გამოყენებულია გურამ წიბახაშვილის, გოგა ჩანადირის, ლევან ხერხეულიძის, დარო სულაკაურის, დათო როსტომაშვილის, მარიკა ქოჩიაშვილის, ირაკლი გედენიძის, ბესო გულაშვილის, გიორგი გოგუას, ლევან ვერძეულის, თაკო რობაქიძის, ლაშა ცერცვაძისა და გლებ გარანიჩის ფოტოები. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები სწორედ აღნიშნული კატალოგიდან შეირჩა. ფოტოებით მოყოლილი ისტორიული ციკლი 1918 წლის 26 მაისით იწყება, როდესაც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი დასახელდა და საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებით სრულდება. გამოფენების პარალელურად, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აღნიშნული ფილიალების შენობებზე საქართველოს დროშა გადმოიფინა. ექსპოზიციის დათვალიერება მსურველებს 26 მაისს, 15:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ. მისამართი: ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი 2/ ბათუმი, ზუბალაშვილის 37.
(R)
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)