|
2018-05-25 13:53:35, 1286 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ძალიან ღირსეულად ვხვდებით
„დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლიო, ევროპაში საქართველო მიიჩნევა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების მიხედვით და ვფიქრობთ, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ძალიან ღირსეულად ვხვდებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების უმთავრესის მისია ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებაა. „ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და ჩვენი უმთავრესი საქმე გახლავთ - მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი მისია ჩვენი თაობის, ჩვენი ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ“, - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 26 მაისთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით, 200-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი. „1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში არის შემდეგი სიტყვები - „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა." ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას, ეს უდიდესი დღესასწაული და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ ამჯერად შეუქცევადად გამხდარიყოს ევროპული ოჯახის წევრი და ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგვინებულიყოს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიღებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ყველას გვჯერა და გვწამს. 26 მაისს აღვნიშნავთ მთელი ქვეყნისა და შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 200-მდე სხვადასხვა ღონისძიებაა, მოგეხსენებათ დაგეგმილი. საქართველოს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული სპეციალური ღონისძიებები და ჩვენ მთელი მსოფლოს მასშტაბით, მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდესი მნიშვნელობის თარიღს. უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩამობრძანდება დღეს საღამოს საქართველოში, 6 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და ასევე, 10-ობით ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულს ვიზეიმებთ. გაერო-მ ამ დღესთან დაკავშირებით და ასევე, რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა საფოსტო მარკა, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ ნიუ იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში გაიმართა, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ფიცის დადების ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილას გაიმართება: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. რა თქმა უნდა, იქნება სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაცია ყველა ამ წერტილიდან“, - განაცხადა პრემიერმა.
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)