|
2018-05-25 10:40:18, 1252 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 23-24 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა. წლევანდელ სამიტზე 57 ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე კერძო სატრანსპორტო კომპანიების, ასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წლევანდელ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო დახურულ და ღია მინისტერიალის სხდომებში, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მინისტრთა დახურულ სესიაზე გამოსვლისას, გიორგი ჩერქეზიშვილმა, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის საკითხებზე საუბრისას ყურადღება საქართველოში საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმის „ხარისხის ქარტიის" დანერგვის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველომ სრულად დააკმაყოფილა ,,ხარისხის ქარტიის" მოთხოვნები, რაც ქვეყნის მხრიდან ძალზედ მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განვითარებისათვის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმის მიერ გაცემულ ნებართვებს (ECMT) ქართველი გადამზიდავებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც აღნიშნული სისტემით მიღებული ნებართვები პროფესიონალ გადამზიდავებს აძლევს მოქმედებების ფართო არეალს ITF-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ამ სისტემას, ქვეყნებს შორის ორმხრივ შეთანხმებებზე დაფუძნებულ ხისტ სისტემასთან შედარებით, ლიბერალური მიდგომები გააჩნია და სხვადასხვა ქვეყნების გადამზიდავთა შორის კონკურენციის ჰარმონიული პირობების შექმნას უწყობს ხელს.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)