|
2015-01-19 15:20:18, 1619 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება, ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია
„დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება, ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. „დღეს, მთელი ქვეყანა განიწმინდება, ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავის გულის კარს გააღებს და წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა შევა მის გულში და ჰყოფს სერობას. ყოველი ადამიანის გული უნდა გახდეს სავანე წმინდისა სამებისა. დღეს ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი სული, ჩვენი გონება. დავინახოთ ჩვენი უძლურება და ვთხოვოთ უფალს - უფალო შენი ვარ მაცხოვნე მე, ცოდვილი ვარ, მაგრამ მაცხოვნე, დღეს ყოველი ჩვენთაგანი ნაკურთხი წყლით - აიაზმით განიწმინდება“, - ბრძანა უწმინდესმა. ცნობისთვის, დღეს სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. ამასთან, პატრიარქმა წყალი აკურთხა, რასაც დიდი აიაზმა ეწოდება. დღესვე უწმინდესი ათასამდე ბავშვს მონათლავს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)