06:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 16:54:22, 698 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

კოლეჯის ,,ახალი ტალღა" საიუბილეო ღონისძიებას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად დაესწრო. 

ზურაბ პატარაძემ კოლეჯის ადმინისტრაციას და სტუდენტებს საიუბილეო თარიღი მიულოცა, წარმატებები უსურვა და პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა,  რომ ქობულეთის კოლეჯი არის საუკეთესო მაგალითი ამ მიმართულებით.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ამაღლება ისეთი ტურისტულად აქტიური რეგიონისთვის, როგორიცაა აჭარა, რომელიც სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს ადგილს, როგორც 4 სეზონის დანიშნულების ადგილი. მოგეხსენებათ, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება ტურისტული ობიექტების რაოდენობაც. მსგავსი რაოდენობის ტურისტულ ობიექტებში  საჭიროა მომსახურების ხარისხი იყოს მაღალი, რასაც თავის მხრივ სწორედ პროფესიონალი, კვალიფიცირებული კადრები უზრუნველყოფს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო მიმდინარე და სამომავლო საერთაშორისო პროექტების განხილვა, სტუდენტებისა და მასწავლებლების გაცვლით პროგრამებში ჩართულობა, რაც ხელს უწყობს პროფესიული სწავლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ესტონეთის, გერმანიისა და პოლონეთის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics