|
2018-05-24 15:59:10, 1770 ნახვა
სამართალი
უკრაინამ Россия сегодня-ს და РИА Новости Украина-ს ვებგვერდები დაბლოკა
ოფიციალურმა კიევმა ორი მედიასაშუალება - Россия сегодня და РИА Новости Украина სამი წლით სანქციების სიაში შეიყვანა. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინელ ინტერნეტ-პროვაიდერებს - Россиясегодня.рф, Sputniknews.com, Ria.ru, Rsport.ria.ru, 1prime.ru, Realty.ria.ru და rian.com.ua საიტების დაბლოკვა ევალებათ. ასევე უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, აღნიშნული სააგენტოების აქტივების ბლოკირება უნდა მოხდეს, მათ უნდა შეეზღუდოთ ან შეუწყდეთ ტელეკომუნიკაციის მომსახურებების გაწევა. გარდა ამისა, უკრაინაში აკრძალული იქნება ინტერნეტ წვდომა რუსული სატელევიზიო არხების საიტებზე, როგორიცაა - rtr-planeta.com, russia.tv, vesti.ru, tvkultura.ru, digitalrussia.tv. ცნობისთვის, 15 მაისს, უკრაინის უშიშროების სამსახური სახელმწიფო ღალატსა და ქვეყნის საწინააღმდეგო საინფორმაციო საქმიანობის ბრალდებით რუსული სააგენტოს, „რია-ნოვოსტის“ უკრაინული სამსახურის უფროსი, კირილ ვიშინსკი დააკავეს. აღნიშნულის გამო, რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადამიანის უფლებების და ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, ევროპული ქარტიის დარღვევაში ადანაშაულებს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)