|
2018-05-24 15:06:19, 1738 ნახვა
სამართალი
შოთაძე - არც ერთი მტკიცებულება არ არის მოპოვებული, რომელიც მირზა სუბელიანის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენას ადასტურებს
„მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან განმარტა, საქმეზე დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიებაა ჩატარებული. „რაც შეეხება დანაშაულის დაფარვას, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ხუთი პირის მიმართ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რაზეც საზოგადოებას ეცნობა და მიეწოდა დეტალური ინფორმაცია. ასევე ამ ფაქტზე ინფორმირებულები არიან დაზარალებული გამოძიების შედეგების და მიმდინარეობის შესახებ. არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო დანაშაულის ფაქტზე“, - განცხადა შოთაძემ. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, შოთაძემ აღნიშნა, რომ ეს კადრები გამოძიებამ იმავე დღეს ამოიღო. „ის ვიდეო ჩანაწერი კი, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, გამოძიების პროცესში იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც დაედო საფუძვლად იმ ხუთი პირის მიმართ ბრალდებას, იყო სწორედ ეს ვიდეოჩანაწერი. შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებისთვის ისე მიწოდება, თითქოს ეს რაღაც ახალია და გამოძიება ამის შესახებ არ იყო, არის სიცრუე. არასდროს არ ამბობთ, რომ მირზა სუბელიანის ოჯახის 3 წევრი პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რაზეც შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ორი მოზარდი დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)