|
2018-05-24 10:52:09, 1288 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთი“-ს საიუბილეო კონცერტი გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთი“-ს, საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 2018 წელს ანსამბლ „აფხაზეთს“ დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა. რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ანსამბლს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ანსამბლის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო მიხეილ გიორგაძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან ღვინჯილიას ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ანსამბლის შექმნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი „აფხაზეთი“ მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა. სხვადასხვა ნომინაციაში საპატიო ჯილდოები გადაეცათ ანსამბლის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანსამბლის ვეტერანი წევრები საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი მთავარი ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ დარჯანია და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე სერგო გეგეჭკორი საქართველოს ქორეოგრაფიის „ბრწყინვალების ორდენით“ დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)