21:16 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 10:12:55, 1142 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: აშშ-ში ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით და დაპირებებით

აშშ-ში შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ჩვენ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან გვქონდა ძალიან ღია, საგნობრივი განხილვა აბსოლუტურად ყველა საკითხისა, რომელიც ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტული დაპირებებით. 

“ორშაბათს დავიწყეთ სახელმწიფო მდივანთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი კომისიის პლენარული სხდომის გახსნით. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი მხარდამჭერი მესიჯები მაიკ პომპეოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე – ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატო-ს ივლისის სამიტს ბრიუსელში.

ასევე, გვქონდა ძალიან მრავალმხრივი, დეტალური დისკუსია კონკრეტულად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი, ვისაუბრეთ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და საჭირო მხარდაჭერაზე იმისათვის, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ სავაჭრო წარმომადგენელთან ამ საკითხის კონკრეტულ განხილვას.

გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები კონგრესში, სენატში. ჩვენ დღეს, ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მშვიდობის ინსტიტუტში ვზეიმობთ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტი იყო შედეგიანი. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტს ექნება ძალიან სერიოზული გაგრძელება მომავალში ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

“რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომელთანაც ჩვენ აბსოლუტურად ყველა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, აშშ-სთვის პრიორიტეტული თემები, ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები. ჩვენ ვართ აშშ-ის უახლოესი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, რაც ჩვენთვის, უაღრესად, მე ვიტყოდი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს ასევე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეზე, რომ ჩვენ ამ პარტნიორობაში ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად მაღალი თამასა ავიღოთ და ჩვენი ხელისუფლება ამისთვის აბსოლუტურად მზად არის.

აშშ-ში ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით, კონკრეტული დაპირებებით და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტს ექნება ძალიან სერიოზული გაგრძელება მომავალში ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

ამ პარტნიორობას მომავალში ძალიან ბევრი ახალი განზომილება დაემატება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ეს იყოს სრულმასშტაბიანი ორმხრივი პარტნიორობა, სრული სპექტრით. რა თქმა უნდა, აშშ-ი დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, არის საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული მხარდამჭერი პარტნიორი”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics