2018-05-23 20:12:14, 1284 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ამ ეტაპზე მერიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ მეტროს მემანქანეების ხელფასები 45%-ით გაზარდოს
მეტროს მემანქანეების მოთხოვნებსა და საპროტესტო აქციებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს შესაძლებლობა, მემანქანეების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
„ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გაიზარდოს. გაფიცვასაც თავისი წესი აქვს, რომელიც კანონით არის გაწერილი. ვაპირებთ მათი მოთხოვნა სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ნამდვილად არასწორი მოთხოვნებია მათი მხრიდან წამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ,