|
2018-05-23 18:00:55, 1360 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიურ კომიტეტში, რომლის გენერალური პარტნიორიც „საქართველოს ბანკია“, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს ბანკი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ დღეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოლიმპიური ჩემპიონი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ორდენი გადაეცათ: ლერი ხაბელოვს (თავისუფალი ჭიდაობა); ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა); რობერტ შავლაყაძეს (მძლეოსნობა); რომან რურუას ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); კახი კახიაშვილს (ძალოსნობა); შოთა ხაბარელს (ძიუდო); ვახტანგ ბლაგიძეს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); გელა კეტაშვილის (ფეხბურთი); ზურაბ ზვიადაურს (ძიუდო); ქეთევან ლოსაბერიძეს (მშვილდოსნობა); რაფაელ ჩიმიშკიანს (ძალოსნობა); დავით გობეჯიშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ვაჟა კაჭარავას (ფრენბურთი); დავით ხახალეიშვილს (ძიუდო); გიორგი ასანიძეს (ძალოსნობა); მანუჩარ კვირკველიას ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); რევაზ მინდორაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ირაკლი ცირეკიძეს (ძიუდო); ლევან თედიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ლაშა შავდათუაშვილს (ძიუდო); ვიქტორ სანეევს (მძლეოსნობა); ვლადიმერ გოგოლაძეს (ტანვარჯიში); ალექსანდრე ანპილოგოვს (ხელბურთი). საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ ქვეყნისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. საქართველოს ბანკი აგრძელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განამავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.
(R)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)