|
2015-05-26 21:04:13, 392 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე: ბათუმი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ჩაეწერება
„ბათუმი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ჩაეწერება“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმის აეროპორტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. არჩილ ხაბაძემ დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, აჭარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ს“ ჩირაღდანი ესტაფეტას ბათუმიდან დაიწყებს. „მივესალმები მობრძანებულ ღრმად პატივცემულ სტუმრებს, დიდი სპორტის მოყვარულებს, ოლიმპიელებს, სპორტსმენებსა და მის ქომაგებს. ყველას, ვინც თვლის, რომ სპორტი აერთიანებს არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ქალაქებს, ქვეყნებს, რეგიონებს, კონტინენტებსაც კი. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ ჩვენი ქვეყნის ძლიერებას, წინსვლას და გამთლიანებას! სიმბოლურია, რომ ამ უდიდეს ეროვნულ დღესასწაულზე აჭარაში ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველო პირველად გახდა მასპინძელი ქვეყანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რომ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ს“ ჩირაღდანი ესტაფეტას ბათუმიდან დაიწყებს და აჭარის მუნიციპალიტეტების შემოვლის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში შევა. სპორტული წარმატების, მეგობრობის და პატივისცემის სიმბოლო - ოლიმპიური ცეცხლი აჭარაში მცირე დროს დაჰყოფს, მაგრამ ბათუმი ჩაეწერება ოლიმპიური თამაშების ისტორიაში და შეუერთდება იმ დიდ ქალაქთა რიცხვს, რომელიც 1928 წლიდან მასპინძლობდა მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებას. სასიხარულოა, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მკვიდრს ექნება საშუალება პირადად იხილოს ჩირაღდანი. ჩირაღდნის ესტაფეტაში რამდენიმე ათეული ადგილობრივი, თვალსაჩინო წარმომადგენელია ჩართული. ოლიმპიადაში ჩართულობა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ჩვენს სიყვარულს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. ოლიმპიური ცეცხლი და მისი შთამბეჭდავი მოგზაურობა აჭარის რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში უდიდესი სიამაყე და მემკვიდრეობაა ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)