19:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 16:11:27, 2112 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე გასიტაშვილი: დღეს საქართველო მართლაც ისტორიული პროცესის მონაწილეა

სტრასბურგის სასამართლოში საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ განხილვა გაიმართა. სასამართლოს სიტყვით საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა მიმართეს.

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილმა აღნიშნა, პროცესზე ქართული მხარე ძალიან საინტერესოდ და ძლიერად იყო წარმოდგენილი.

„სამართლებრივი არგუმენტები და ფაქტობრივი მოტივაცია იყო საკმაოდ დეტალურად, მძლავრი აქცენტებით წარმოჩენილი. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, გარკვეული ნაწილი, ცოტა არ იყოს, გაყალბებული უახლესი ისტორიის აღწერა იყო, რაც, გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ გავიგე, სამართლებრივად რატომ იყო საჭირო. ფაქტობრივ ნაწილს რაც შეეხება, ძირითადი არგუმენტები რუსული მხარის იყო ის, რომ არსებობდა გარკვეული მტკიცებულებები ფოტოების, სიუჟეტების, სოციალურ ქსელში დადებული ინფორმაციის სახით, რომელთა ნაწილი აღარ არსებობს, ნაწილი კი შემონახულია; თუმცა, როგორც მოსამართლე, ვიტყვი, რომ, თუკი კონკრეტული მტკიცებულებების ავთენტიკურობა არ არის დადგენილი, ამ მასალებზე შემდეგი შეფასება და მსჯელობა, მაგალითად, საერთო სასამართლოების სისტემაში, არც მიიღება და არც განიხილება − სამართლებრივად შეუძლებელია, ვიმსჯელოთ, თუკი ექსპერტიზა არ არსებობს; ვინაიდან ყალბია თუ არა მტკიცებულება, ეს მხოლოდ ექსპერტის შესაფასებელია, არცერთი მოსამართლე ექსპერტი არ არის.

ემოციურად ძალიან ამაღელვებელი იყო ბრიტანელი ადვოკატის მიერ იმის აღნიშვნაც, თუ რამდენად  განსაკუთრებული თარიღია ჩვენთვის 26 მაისი. 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან 100 წლისთავი.  ბენ ემერსონმა საამაყოდ წარმოადგინა ჩვენი მხარე და დიდ წარმატებას ვუსურვებ ქვეყანას. ის, რაც სამართლიანია, ვფიქრობ, სწორი გეზი უნდა პოვოს.

არის რიგი საკითხებისა იურისდიქციის მიმართულებით. მართლაც გარკვეული პრეცედენტია შესაქმნელი ამ საქმეზე, რადგან სახელმწიფოთაშორისი დავები ამ სასამართლოსთვისაც კი  ცოტა შეზღუდული და სხვა კრიტერიუმით განიხილება. ასე რომ, დღეს საქართველო მართლაც ისტორიული პროცესის მონაწილეა და ვნახოთ, ჩვენ ერთად ვაკვირდებით ამ პროცესს", − აცხადებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics