21:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 10:21:49, 1519 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე დღეს ბოლო მოსმენა გაიმართება

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ დღეს ბოლო მოსმენა გაიმართება.

სხდომა თბილისის დროით 11:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

სხდომის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით სათათბიროდ გავა. გადაწყვეტილების გამოცხადებას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.

სტრაბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.

სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები დაიცავენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილი დარღვევები ევროპული სასამართლოს წინაშე დასადგენად საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციით წარდგება.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოში, აგვისტოს ომის გამოძიებაზე რუსეთის წინააღმდეგ 700-მდე ახალ მტკიცებულებას წარადგენს.

ცნობისთვის, საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა, საბოლოოდ ის დასაშვებად ცნეს 2011 წლის 13 დეკემბერს, ხოლო 2012 წლის 3 აპრილს საქმე განსახილველად დიდ პალატას დაეწერა.

2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდში საქმეზე 33 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, 16 საქართველოს მთავრობის მიერ იყო გამოძახებული, 11 – რუსეთის, ხოლო 6 თვითონ სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

აღსანიშნავია, რომ საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც პრეცედენტულია. სტრასბურგის სასამართლო პირველად განიხილავს ასეთ ფართომასშტაბიან საქმეს, რომელიც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ამ კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების საკითხს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აგვისტოს ომის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ინდივიდუალური სარჩელების განხილვას დაიწყებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics