|
2018-05-22 20:15:16, 1397 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს ნიდერლანდების ჯგუფიდან რიჩარდ დორნბუშს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები. წინასწარი მონაცემით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2% -ია. აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2018 – 2023 წლებში. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში. აღინიშნა ის გარემოება, რომ ფონდის პროგრამა საქართველოს მთავრობის სამოქმედო 4-პუნქტიან გეგმას ეფუძნება, რომლის მიზანიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაა. აღინიშნა, რომ მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა ძირითადად შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობა; ტრანსპორტი; სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა; უძრავი ქონება. ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები კი ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან სამომავლოდაა დაგეგმილი. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საკრედიტო - საგარანტიო რეფორმაზე, რომლის განხილვაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. რეფორმა ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებიდან აღებული სესხების დაბრუნებას გარანტორად დაუდგება. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული მექანიზმი უნიკალურია საქართველოს სინამდვილეში, თუმცა ის დიდი ხანია, წარმატებით არსებობს ევროპისა და აზიის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება არა მხოლოდ გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც შემდგომში მათ განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა დასაქმების პროცესზეც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
(NS)
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)