21:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 19:53:57, 1597 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სსფ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის მიმართულებით ჩვენთან ერთად იმუშავებს

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან ვისაუბრეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს სრული მხარდაჭერა ამ კუთხით. ფონდი ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით დაიწყებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში გაიმართა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც სექტორულ, ისე ფისკალურ ჭრილში. ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ რეფორმებზე.

„ჩვენ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. წლის დასაწყისიდან  გვქონდა 5.2 პროცენტიანი ზრდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მთელი წელი წინ გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომ ზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, საქართველოში საკრედიტო - საგარანტიო რეფორმა იწყება.

საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. რეფორმა ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებიდან აღებული სესხების დაბრუნებას გარანტორად დაუდგება. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics