19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 15:57:20, 1220 ნახვა

კომენტარი
გელბახიანი: თუ მე „ამკიდებს“ პასუხისმგებლობას, კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მეც იგივე პასუხისმგებლობას „ავკიდებ“ შს მინისტრს

თუ მე „ამკიდებს“ პასუხისმგებლობას, კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას „ავკიდებ“ შს მინისტრს - რატომ იპარება ნარკოტიკი საზღვრებზე, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

გელბახიანის თქმით, გამომძიებელმა მას კლუბის შესახებ დაუსვა შეკითხვები, კერძოდ, როდის გაიხსნა კლუბი, ვინ არიან მფლობელები და ა.შ.

„რეალიზაციის ნაწილში იყო კითხვა, რომ თუ შევამჩნიე ვინმე ტერიტორიაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ და ჩვენი დაცვის წევრები ყოველთვის ცდილობენ, რომ  იმ შემთხვევაში თუ რამე გამოვლინდა ეს აღკვეთონ. მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან, მენეჯმენტის მხრიდან შემჩნეული არ იყო. იმ შემთხვევაში თუ საზღვარზე შემოდის ნარკოტიკები, მაშინ ყოველი შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო. ეს ქსელია და პრობლემაა. აქ არ მზადდება ნარკოტიკები და რაც შემოდის საზღვარზე შემოდის და მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა. თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას ვკიდებ რატომ იპარება საზღვარზე. მის კომპეტენციაში შედის რომ არ შემოიპაროს,“-განაცხადა ზვიად გელბახიანმა.

მისივე თქმით, მან გამომძიებელს კლუბ „ბასიანის" გახსნის შესახებ ჰკითხა, თუმცა კონკრეტული პასუხი კლუბის გახსნასთან დაკავშირებით ვერ მიიღო.

„კაფე „გალერი“  გახსნეს, ბასიანი კვლავ დახურულია. ეს კიდევ ღიმილისმომგვერელია ჩემთვის. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმძაფრდება განცდა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს. „ბასიანი" და „თეთრი ხმაური“ ერთობლივად იბრძვიან სისტემის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის გამო გადაავადეს „ბასიანის“ გახსნა",- აღნიშნა გელბახიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics