19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 15:20:27, 1212 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ნარკოპოლიტიკაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებში ადეკვატურად ჩაჯდება

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებში ადეკვატურად ჩაჯდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდში ბევრ საკითხზე მოხდა შეთანხმება, თუმცა დარჩა დეტალები, რომელზეც მომდევნო დღეებში იმსჯელებენ.

"ჩვენ დავასახელეთ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არის რამდენიმე კომპონენტი. კომპონენტები მოიცავს პირველი - ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით საკითხებს, მეორე - შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით, დოზირების საკითხებს და მესამე - ეს არის მომხმარებლების საკითხი. ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით ყველა საკითხზე, უფრო დავაახლოვეთ პოზიციები, უფრო დავაკონკრეტეთ რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით უფრო მკაცრი სანქცია, ვიდრე ეს არის დღევანდელ კანონმდებლობაში. დოზებზე პრაქტიკულად შევჯერდით და კვირის ბოლომდე ალბათ უფრო დეტალურად იქნება ეს საკითხი გავლილი და რაც შეეხება მომხმარებლებს, შევჯერდით რომ მომხმარებლების მიმართ იქნება ჰუმანური კანონმდებლობა, ესეც პრაქტიკულად შეთანხმებულია. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დეტალი და მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად შევთანხმდებით ამ დეტალებთან დაკავშიებით. ვფიქრობ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი მიღებული, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებში ჩაჯდება ადეკვატურად", - მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრას ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics